Tuesday, 19 April 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის საშუალებით , მასში ცვლილებების შეტანა. წარმოვადგინეთ პროექტების პრეზენტაციები და მოვახდინეთ ურთიერთ შეფასება. პროექტის შესახებ ერთმანეთს ბლოგზე დავუწერეთ კომენტარები.
ტრენინგის კურსი იყო მეტად საინტერესო და მრავლის მომცემი.იგი დამეხმარება ბევრი საინტერესო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
დიდი მადლობა ნინო იმ დიდი ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის რასაც თქვენ იჩენდით, ეს თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტპოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, 14 April 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ გუგლ-ფორმებში მუშაობა.შევქმენით გამოკითხვის ფორმები.ვისწავლეთმათი შევსება , რედაქტირება და გამოქვეყნება. ჩავინიშნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი  მოსწავლეებისათვის.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, 12 April 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საინტერესო.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე .სახელმძღვანელოში ვნახეთ მოსწავლეთა დამხმარე რესურსები. შევქმენით მოსწავლეთა
დასახმარებლად პრეზენტაციის შაბლონი.ვიმუშავეთ ბლოგზე.ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა და დამატება კერძოდ სურათების,მთვლელის და საათის.

Thursday, 7 April 2016

მეექვსე დღის რეფლე

მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის გამოქვეყნება. ასევე შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა სადაც გავწერე სხვადასხვა კრიტერიუმები.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

>

Tuesday, 5 April 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით მოპოვებული ინფორმაციის სწორ აღრიცხვას,რათა არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.გავიხსენეთ სლაიდშოუს შექმნა.

Thursday, 31 March 2016

მეოთხე დღის რეფლექსია;


მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. გეგმაში შევიტანე პროექტის საკვანძო კითხვები. შევადგინე შეფასების გეგმა, რომელშიც აღვწერე ის მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. შევქმენი წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები.

Tuesday, 29 March 2016

მესამე დღის რეფლექსი


დღეს დავიწყეთ პროექტის დაგეგმვა.. ჩვენი იდეა შესაბამისობაში მოვიყვანეთ ე.ს.გ.-სთან.პროექტი დავუკავშირე შესაბამისი კლასის სტანდარტს. დავსახე მიზნები რომლებიც შევუსაბამე ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო უნარებს. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.

Thursday, 24 March 2016

მეორე დღის რეფლექსია

მე  ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი.გავეცანით და დავასრულეთ სამუშაო მასალის პირველი  მოდული.ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ვნახეთ ვიდეო მასალები რომლებიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში და განხორციელებაში.

Tuesday, 22 March 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.გავეცანით რამდენად მნიშვნელოვანია პროექტების განხორციელებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.