Tuesday, 19 April 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის საშუალებით , მასში ცვლილებების შეტანა. წარმოვადგინეთ პროექტების პრეზენტაციები და მოვახდინეთ ურთიერთ შეფასება. პროექტის შესახებ ერთმანეთს ბლოგზე დავუწერეთ კომენტარები.
ტრენინგის კურსი იყო მეტად საინტერესო და მრავლის მომცემი.იგი დამეხმარება ბევრი საინტერესო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
დიდი მადლობა ნინო იმ დიდი ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის რასაც თქვენ იჩენდით, ეს თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტპოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, 14 April 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ გუგლ-ფორმებში მუშაობა.შევქმენით გამოკითხვის ფორმები.ვისწავლეთმათი შევსება , რედაქტირება და გამოქვეყნება. ჩავინიშნეთ ჩვენი ბლოგის მისამართი  მოსწავლეებისათვის.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, 12 April 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საინტერესო.ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე .სახელმძღვანელოში ვნახეთ მოსწავლეთა დამხმარე რესურსები. შევქმენით მოსწავლეთა
დასახმარებლად პრეზენტაციის შაბლონი.ვიმუშავეთ ბლოგზე.ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა და დამატება კერძოდ სურათების,მთვლელის და საათის.

Thursday, 7 April 2016

მეექვსე დღის რეფლე

მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის გამოქვეყნება. ასევე შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა სადაც გავწერე სხვადასხვა კრიტერიუმები.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

>

Tuesday, 5 April 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით მოპოვებული ინფორმაციის სწორ აღრიცხვას,რათა არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.გავიხსენეთ სლაიდშოუს შექმნა.